რეზონანსი
01.12.2017

 (რეზონანსი) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევის ცოლ-შვილმა საქართველო რამდენიმე წლის წინ დატოვეს, შესაბამისად ისინი სპეცოპერაციის დროს ბინაში არ იმყოფებოდნენ.

"ცოლ-შვილი საქართველოში არ ყოფილა. მათ რამდენიმე წლის წინ დატოვეს საქართველო. რაც შეეხება გვარცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბინაში ქალი და ბავშვი იმყოფებოდა, ეს არასწორი, ცრუ ინფორმაციაა. სპეცოპერაციის დროს არც ქალი და არც ბავშვი იქ არ ყოფილა. დანარჩენ კონკრეტულ ინფორმაციას მე ვერ მოგცემთ", - განაცხადა სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჩატაევის ცოლ-შვილი იმ ბინაში იმყოფებოდა, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა.

სუს-მა ცოტახნის წინ დაადასტურა, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას, ერთ-ერთი ლიკვიდირებული ახმედ ჩატაევია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×