რეზონანსი
01.12.2017

 (რეზონანსი) საგზაო უსაფრთხოება, საცობები და მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული პრობლემები - ამ საკითხების განსახილველად, თბილისის მერის, კახი კალაძის და შს მინისტრის, გიორგი გახარიას შორის დღეს შეხვედრა გაიმართა.

კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია შს სამინისტროსთან ერთად, რამდენიმე მიმართულებით აქტიური ღონისძიებების გატარებას აპირებს.

„საცობები ძალიან დიდი პრობლემას წარმოადგენს, შესაბამისად, ჩვენ შსს-ს გარეშე ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ და ფონს ვერ გავალთ. დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებების გატარება. მერიამ, „თბილსერვის ჯგუფს" დაავალა წარმოადგინონ ნარჩენების გატანის გეგმა, რომ ღამის საათებში მოხდეს გატანა და არ შეიზღუდოს მოძრაობა. ასევე, გვქონდა შს სამინისტროსთან საუბარი, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები სადისტრიბუციო კომპანიებთან, რათა დღის განმავლობაში დიდი მანქანების შემოსვლა ქალაქში არ მოხდეს", - განაცხადა კალაძემ.

თბილისი მერის თქმით, ყვითელი ავტობუსები პრობლემას წარმოადგენს, რომლებიც ყველა გაჩერებაზე აჩერებენ.

„ასევე დიდ პრობლემას ქმნიან ყვითელი მიკროავტობუსები, რომლებიც ყველგან აჩერებენ. გამოყოფილი იქნება კონკრეტული ქუჩები, სადაც მხოლოდ გაჩერებებზე ექნებათ გაჩერების უფლება",- განაცხადა მერმა.

კალაძის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეითად მოსიარულეების საკითხი, რომლებიც "ზებრა" გადასასვლელებზე არ გადადიან.

„ის, რომ ქვეითად მოსიარულეები ზებრა გადასასვლელებზე არ გადადიან და საფრთხეში აგდებენ თავიანთ სიცოცხლეს, ასევე საფრთხეს უქმნიან მძღოლებს, ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული. იცით, რომ დავიწყეთ მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება", - დასძინა კალაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×