რეზონანსი
27.11.2017

 (რეზონანსი) სირიელი აქტივისტების ინფორმაციით, აღმოსავლეთ სირიაში, საჰაერო რეიდისას, რომელიც რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა განახორციელეს, სულ ცოტა, 53 ადამიანი დაიღუპა.

ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაციის, „ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიის" განცხადებით, იერიში დეირ ალ-ზორის პროვინციაში 26 ნოემბერს, დილით დაიწყო და ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს" მიერ გაკონტროლებული დასახლების წინააღმდეგ იყო მიმართული .

დაღუპულებს შორის 21 ბავშვია.

რუსეთის სამხედრო ძალებს საპასუხო განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×