რეზონანსი
26.11.2017

 (რეზონანსი) გერმანიაში, ქვედა საქსონიაში, ქალაქ კუკსჰაფენში, ავტომობილი მოქალაქეებს შეეჯახა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულთაგან ოთხი მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტომობილის მძღოლი, 29 წლის მამაკაცი დაკავებულია. მამაკაცი დანაშაულის ჩადენისას ნასვამი იყო.

პოლიცია ვარაუდობს, რომ მძღოლი გამვლელებს განგებ დაეჯახა. თუმცა, ინციდენტის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×