(რეზონანსი) გიორგი გიუნაშვილი, რომელიც ცხინვალის იზოლატორში თითქმის 18 თვის განმავლობაში იმყოფებოდა, გათავისუფლებულია. ცხინვალის ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს გიუნაშვილი დღეს გადასცეს.
გიუნაშვილი ამჟამად საკუთარ ოჯახში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებით დასახლებაში იმყოფება.
მას უკვე ესაუბრა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც დღესვე გათავისუფლებულის მონახულებას გეგმას.
გორის რაიონის სოფელ დისევში მცხოვრები გიორგი გიუნაშვილი 2016 წლის ივნისში ე.წ საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს.
ცხინვალის რეჟიმმა მას დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაში დასდო ბრალი და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხი სხვადასხვა ფორმატში განიხილებოდა, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის არაერთ შეხვედრაზე ერგნეთში (IPRM).