რეზონანსი
24.11.2017

 (რეზონანსი) 45 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - დედაქალაქის საკრებულომ, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის თბილისის მერიაში გადაგზავნის საკითხს მხარი დაუჭირა.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მერიისთვის შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე იმსჯელეს. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც საკრებულოში 14 ნოემბერს შევიდა, ყველა კომისიამ განიხილა და წინადადებები დასკვნის სახით წარადგინა.

ბიუჯეტთან დაკავშირებით საკუთარ ინიციატივას საკრებულოს, ფრაქცია "ევროპული საქართველო" და „ნაციონალური მოძრაობა" სთავაზობს.

როგორც „ევროპული საქართელოს" ერთ-ერთი წევრი ელენე ოზაშვილი აცხადებს, უნდა შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯები და აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ეს გათავისუფლებული თანხები გადანაწილდეს სოციალურად დაუცველებზე და პენსია 50 ლარის ოდენობით მოემატოთ.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ მერიის ბიუჯეტი 100 მილიონი ლარით უნდა გაიზარდოს, ხოლო ხარჯები 80 მილიონით შემცირდეს. ფრაქციამ თბილისის მერს რამდენიმეგვერდიანი წერილი უკვე გადაუგზავნა, რომელშიც 5 ძირითადი მოთხოვნაა ასახული.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×