რეზონანსი
22.11.2017

 (რეზონანსი) თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა,როგორც სუს-ის ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთი წევრი, სამი კი ლიკვიდირებულია.

სპეცოპერაციისას დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 სპეცრაზმელი და დაიჭრა 2. ამასთანავე, დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტანენტის 2 წევრი.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია გუშინ, 20:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით 22 სათის განმავლობაში გრძელდებოდა.

სპეცოპერაცია 22 ნოემბერს 17:30 საათზე დასრულდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×