(რეზონანსი) თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კონტრტერორისტული სპეცოპერაცია, რომელიც დაახლოებით 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა. ადგილს ტოვებენ სპეცრაზმის წევრები და ჯავშანტექნიკა.
არსებული ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი სამი პირი, ვის დაკავებასაც სამართალდამცველები ცდილობდნენ, დაჭრილები არიან.
სუსის ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი, დანარჩენების დასაკავებლად კი ოპერაცია მიმდინარეობს.
ბინა, რომელშიც ტერორიზმში ეჭვმიტანილები იმყოფებიან, პანკისის ხეობაში მცხოვრებს ეკუთვნის. ეს ადამიანი დაკითხვაზეა.