რეზონანსი
22.11.2017

 (რეზონანსი) აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო სტუდენტური ორგანიზაციის სარჩელით დაინტერესდა, რომლის მიხედვითაც, ჰარვარდში ცდილობენ, აზიელი სტუდენტები არ მიიღონ.

იუსტიციის სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებას წერილი გაუგზავნა და შესაბამისი დოკუმენტები გამოითხოვა. ამერიკული კანონმდებლობის თანახმად, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც სახელწიფოსგან ფინანსურ დახმარებას იღებენ, ეკრძალებათ ნაციონალური ნიშნით დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის გამოვლენა.

ექსპერტების თქმით, თუ ჰარვარდში დისკრიმინაციის ფაქტი დადასტურდა, უნივერსიტეტი სახელმწიფო დაფინანსებას ვეღარ მიიღებს. ამ დრომდე სასწავლო დაწესებულებას ბრალდებაზე არ უპასუხია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×