რეზონანსი
20.11.2017

 (რეზონანსი) ევროპულმა საბჭომ შენგენის ზონის ქვეყნებში მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ავტორიზაციის შემოღების პროექტს მხარი დაუჭირა.

არსებული ცნობებით, ახალი სისტემა 2020 წლიდან ამოქმედდება. წესების გამკაცრება ტერორიზმის გაზრდილი საფრთხის გამო გადაწყდა.

ცვლილებების თანახმად, სამგზავრო ნებართვის აღება მოუწევთ მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ და სავიზო ვალდებულებისგან გათავისუფლებული არიან.

გარდა ამისა, შენგენის ზონაში მგზავრობის მსურველებს მოუწევთ ელექტრონული ფორმის შევსება.

ევროკომისიის მონაცემებით, 2020 წლისთვის სავიზო ვალდებულებისგან გათავისუფლებული ქვეყნებიდან შენგენის ზონაში 39 მილიონ ადამიანს ელოდებიან.

ახალი სისტემის ყოველწლოური ღირებულება 85 მილიონი ევრო იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×