(რეზონანსი) სანდრო გირგვლიანის საქმეზე კუდ-ის ყოფილმა უფროსმა, დათა ახალაიამ, შესაძლოა, სასამართლოს ჩვენება მისცეს. ახალაიას დაკითხვას სასამართლოზე სააკაშვილის ადვოკატი, დავით კაკოიშვილი გეგმავს.
როგორც ცნობილია, სასამართლოში დისტანციური წესით დაკითხვაზე დაცვის მხარეს ახალიასგან თანხმობა უკვე მიღებული აქვს. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი სკაიპით დაიკითხება, ვინაიდან ის საქართველოში არ იმყოფება.
გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სააკაშვილი ახალაიას დაჰპირდა, რომ გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულებს შეიწყალდება, რაც მან 2008 წელს გააკეთა - საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს - გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს.
გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 ნოემბერს განახლდება.