რეზონანსი
20.11.2017

 (რეზონანსი) თბილისის მერია ფინანსთა სამინისტროს დედაქალაქის ბიუჯეტის გაზრდას სთხოვს.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მისივე ინფორმაციით, თბილისის ბიუჯეტის არსებულ პროექტს საკრებულოდან გამოითხოვენ და მის ხარჯვით ნაწილში რამდენიმე ცვლილება განხორციელდება.

„კალაძის მხრიდან გრძელდება კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთან, რომ დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი გაიზარდოს, რათა ყველა ის პროექტი განვახორციელოთ,რაც მოსახლეობას დავპირდით",-განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის ბიუჯეტი ამ ეტაპზე 815 მლნ ლარით განისაზღვრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×