(რეზონანსი) ადგილობრივი სამხედროების მიერ მომზადებულ სიაში, რომელიც თეორიულად ალიანსის მტრების სიას წარმოადგენს, თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელი მუსტაფა ქემალ ათათურქი და აგრეთვე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი შევიდა.
მომხდარის შედეგად, თურქეთმა ნორვეგიიდან თავისი 40 სამხედრო გამოიხმო, რომლებიც ალიანსის სწავლებებში მონაწილეობდნენ.
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ფრანკ-ბაკკე იენსენმა ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ათათურქის გამოსახულება გამოყენებული იქნა მტრის როლისთვის, რადგან ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეცდომა დაუშვა.
ფრანკ ბაკკე-იენსენის განცხადებით კი , ამის გამკეთებელი ნორვეგიელია, რომელიც სწავლებების ფარგლებში დაიქირავეს. მისი თქმით, იგი უკვე ჩამოშორებულია სამუშაოს და აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.