(რეზონანსი) მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ნუგზარ ჭონქაძემ პირველი კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, უკვე რამდენიმე დღეა შეურაცხყოფებს ითმენს, რაც გამორიცხავს, რომ ის აგრესიული ადამიანია
"სამი დღის განმავლობაში ვითმენდი შეურაცხყოფებს, ვითმენდი მათ შორის, ამ დარბაზშიც და აქედან გამოირიცხება, რომ ჩემს ცხოვრებაში აგრესიული ვარ. ბრალდებებს მიყენებდნენ ადამიანები, რომლებიც არ მიცნობდნენ, წარმოდგენა არ აქვთ ჩემს პიროვნებაზე, არ იციან ჩემი ცხოვრების სტილი, წესი და პირადად ურთიერთობა არ ჰქონიათ. ისინი ამ ბრალდებებს მხოლოდ თავისი ფანტაზიით და მხატვრული გაფორმებით აკეთებდნენ თავიანთი პოლიტიკური მიზნების გამო. არ ვარ ჰომოფობი, ფაშისტი და მოძალადე. ვერავინ ასეთ ფაქტს ვერ მომიყვანს. მე არ ვარ იმ დონის ადამიანი, რომ მათ ავყვე",- განაცხადა ჭონქაძემ.