რეზონანსი
17.11.2017

 (რეზონანსი) თბილისის საკრებულომ დედაქალაქის გამგებლობის კანდიდატებს დაამტკიცა.

საბურთალოს რაიონს გაიოზ ვასაძე უხელმძღვანელებს, მთაწმინდის რაიონს - დავით კირკიტაძე, კრწანისის რაიონს - ლევან ჯაფარიძე, ვაკის რაიონს- ნოდარ ტურძელაძე, დიდუბის რაიონს - ირმა ზავრადაშვილი, ჩუღურეთის რაიონს - ზურაბ ჩიკვილაძე, გლდანის რაიონს - ბექა მიქაუტაძე, ნაძალადევის რაიონს - ირაკლი ხელაძე, ისნის რაიონს - კახა ლაბუჩიძე, ხოლო სამგორის რაიონს - დავით კერესელიძე.

კენჭისყრაში მონაწილეობა "ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" წევრებს არ მიუღიათ, რადგან მათ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×