რეზონანსი
17.11.2017

 (რეზონანსი) დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მერის მოადგილეები დაამტკიცა.

უმრავლესობას ვიცე-მერის პოსტზე ირაკლი ხმალაძე აირჩია. მოადგილეების პოსტზე კი მაია ბითაძე, გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ბენდელიანი დაამტკიცეს.

რაც შეეხება თბილისის მერის კახა კალაძის კიდევ ერთ მოადგილეს, ილია ელოშვილს, ის გუნდს მას შემდეგ შეუერთდება, რაც ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკის სამინისტროს შეუერთდება.

თბილისის მთავრობის დამტკიცების პროცესში, ოპოზიციური ფრაქციები კენჭისყრებში მონაწილეობას არ იღებენ.

"ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×