(რეზონანსი) ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა თბილისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
აღნიშნულის მიზეზი ის გახლავთ, რომ პარტია დღის წესრიგიდან თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე ნიკოლოზ ჭონქაძის დანიშვნის საკითხის ამოღება მოითხოვა.
უმრავლესობამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.
საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განმარტა, რომ რიგგარეშე საკრებულოს სხდომა იმართება და საკითხთს დღის წესრიგიდან ვერ ამოიღებდა.
„ნაციონალური მოძრაობა" პირველი არაა ვინც დღევანდელი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
„ევროპული საქართველოს" წევრებმა სხდომის დაწყებიდან, საკრებულო პროტესტის ნიშნად მალევე დატოვეს.
მათ, საკრებულოში დედაქალაქის მერის კახი კალაძის არ მისვლა გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ თბილისის მთავრობას მხარს არ დაუჭერენ.