რეზონანსი
17.11.2017

 (რეზონანსი) ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტში 27 ნოემბერს მოუსმენენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა "ქართული ოცნების" ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი.

ოქრიაშვილის განცხადებით, საუბარი მიმდინარეობს 2017 წლის ბიუჯეტზე, მომავალი წლის ბიუჯეტსა და ლარის კურსზე.

"27 ნოემბერს იქნება მოსმენა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ეროვნული ბანკის", - განაცხადა ოქრიაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×