(რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კიევში სახლიდან „რუსთავი-2"-ის ჟურნალისტი თამაზ შავშიშვილი გაიტაცეს.
,,40 წუთის წინ სახლიდან გაიტაცეს უმსხვილესი ტელეკომპანიის რუსთავის 2 -ის ჟურნალისტი და ოპერატორო თამაზ შავშიშვილი, რომელიც აქ ბევრი წლებია მუშაობდა. მას უკრაინის ინფორმაციის სამინისტროს აკრედიტაცია ჰქონდა. თავზე ტომარა ჩამოაცვეს, ხელბორკილები დაადეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
„პოროშენკო პუტინთან გარიგებაზე მიდის. ჩემი დაკავება პუტინს უნდა. ის, რომ პოროშენკო ნაბიჯ-ნაბიჯ ასრულებს ამას, ეს პუტინის თამაშია. მე დარწმენებით შემიძლია ვთქვა, რომ ის ნადირობს აქ იმ ხალხზე ვინც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. ნადირობენ იმ ჟურნალისტზე, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ კამპანიაში იყვნენ ჩართულები. არ მეშინია შენი, პეტია! მე მაინც წინ წავალ. ოლიგარქებს კუთხეში მაინც მივიწყვდევ და უკრაინის ხალხთან ერთად მაინც გავიმარჯვებ", - განაცხადა სააკაშვილმა.