(რეზონანსი) ტერმინი "ხმოსანი" ქილიკის საგანი გახდა - შესაბამისად, ტერმინის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, - ასე განმარტა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციაში "ხმოსანის", ტერმინით - "საარჩევნო კოლეგიის წევრი" ჩანაცვლების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
„ხმოსანი ქილიკის საგანი გახდა და გადავწყვიტეთ, რომ ტერმინი ჩავანაცვლოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვა სიძველით ქართული წარმოშობისაა. ახალი ცვლილებებით, საუბარია საარჩევნო კოლეგიის წევრზე", - განაცხადა კობახიძემ.
ამ დროისთვის ქუთაისში, კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს.
განხილვაზე მიწვეულნი არიან, დასავლეთ საქართვლოდან, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სამოქალაქო სექტორისა და მედია ორგანიზაციის წარმომადგენლები.