რეზონანსი
17.11.2017

 (რეზონანსი) ცოტა გაუგებარია რატომ უნდა მივიდე თბილისის საკრებულოში. მე ვარ ხალხის მიერ არჩეული, შესაბამისად, უფლებამოსილებას უკვე შევუდექი", - ასე პასუხობს თბილისის მერი კახი კალაძე დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლებს.

„ცოტა გაუგებარია, საკრებულოში რატომ უნდა მივიდე. მე ვარ ხალხის მიერ არჩეული და უფლებამოსილებას უკვე შევუდექი, რაც შეეხება ქალაქის მთავრობას, კანონის შესაბამისად, ვიმოქმედე, გადავუგზავნე საკრებულოს, დღეს იმსჯელებენ და ალბათ, უკვე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, დამტკიცდება და ორშაბათიდან ჩვენ მუშაობას შევუდგებით ", - განაცხადა კალაძემ.

განახლებულ სამთავრობო გუნდს საკრებულოს კალაძის ნაცვლად, თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი ირაკლი ხმალაძე წარუდგენს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×