რეზონანსი
13.11.2017

 (რეზონანსი) გიგი უგულავას განცხადებით,ცვლილებები ტოვებს განცდას, რომ მოხდა შიდა ძალთა გადანაწილება და ეს სახელისუფლებო კონიუნქტურა უფროა, ვიდრე რეალური ცვლილებები.მისი თქმით,დაწინაურდნენ ის პირები, რომლებიც ახლო ურთიერთობით გამოირჩევიან ივანიშვილთან.

„დავიწყოთ გიორგი გახარიათი - გახარია, რომელიც არც პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენს და არც პოლიციასთან აქვს შეხება, ინიშნება შსს მინისტრად. მას არც გამოცდილება აქვს და არც პოლიტიკური წონა იმისთვის, რომ შსს მინისტრად დაინიშნოს,მაგრამ ის არის ივანიშვილის ახლო თანამშრომელი".

„მამუკა ბახტაძე, რომელიც ფინანსთა მინისტრად ინიშნება, ბოლო სამი წლის განმავლობაში რკინიგზას ხელმძღვანელობს, რომლის ტვირთბრუნვა საგრძნობლად შემცირდა. ამავდროულად, რკინიგზამ მთავრობასთან ერთად ჩააგდო ის ტესტი, რომელიც შემოვლით რკინიგზის პროექტს გულისხმობს. ესეც შიდა კლანურ გადაადგილებას უკავშირდება", - განაცხადა უგულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×