რეზონანსი
11.11.2017

 (რეზონანსი) საქართველოში სწავლის მსურველ უცხოელთა რიცხვი 50%-ით გაიზარდა, - მონაცემებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

განათლების სამინისტრომ დაიწყო პროექტი „ვისწავლოთ საქართველოში" და პროექტის ფარგლებში წელს, პირველად, საქართველოს უნივერსიტეტები რამდენიმე საერთაშორისო გამოფენასა თუ კონფერენციაზე წარსდგნენ.

სამინისტროს ცნობით, პროექტის საწყის ეტაპზე, საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზარზე საქართველო, როგორც ქვეყანა, ბევრი უცხოელისთვის აღმოჩენა იყო. დღეს უკვე საგრძნობლადაა გაზრდილი ჩვენი ქვეყნისა და მისი საგანმანათლებლო სისტემის ცნობადობა.მეტი უცხოელი და პოტენციური სტუდენტი ინტერესდება საქართველოში სწავლით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×