რეზონანსი
11.11.2017

 (რეზონანსი) ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან", გიორგი როყვა, რომელიც რამდენიმე დღე დაკარგული ეგონათ, პირველ კომენტარს აკეთებს.

"ვიყავი ქალაქგარეთ, მეგობრებთან ერთად. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ჩემს გატაცებასთან დაკავშირებით, არანაირ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია",-განაცხადა როყვამ.

როგორც მან განმარტა, არავისთან გაუგზავნია შეტყობინებები შველის თხოვნით, ვინაიდან მას არავისგან და არაფრისგან შველა არ სჭირდებოდა.

შეგახსენებთ,აღნიშნული პირი,გავრცელებული ინფორმაციით, 2 დღის წინ შარაშენიძის შტაბის უფროსს მიმოწერის სახით დახმარებას სთხოვდა.

სანამ ზემოხსენებულ კითხვებზე პასუხი არ იქნება,  ეს თემა ღიად დარჩება საზოგადეობაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×