(რეზონანსი) ბათუმის საქალაქო სასამართლომ მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი 250 ლარით დააჯარიმა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშრებით სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.
ბათუმის პოლიციის 6-ე განყოფილების თანამშრომლებმა მსახიობი დღეს დილით გოგებაშვილის ქუჩაზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, რის გამოც ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით წაუყენეს.
ბიბინეიშვილის განცხადებით, მას ხმამაღალი შელაპარაკება მეგობართან მოუვიდა, რამაც სამართალდამცავების ყურადღება მიიქცია. მსახიობი პოლიციის თანამშრომლებს უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებს.
„პოლიციის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლიც გავხდი, განსაკუთრებული აგრესიით მეექვსე განყოფილება გამოირჩეოდა,ერთი ორი აუცილებლად დატოვებთ სამსახურს, მე გაძლევთ მაგის პირობას ".-განაცხადა მსახიობმა.