რეზონანსი
11.11.2017

 (რეზონანსი) „გამორიცხული არ არის, აბესაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ. რადგან მისი ჯანმრთელობა ასეთ მდგომარეობაშია, ვფიქრობ, ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და ის აუცილებლად გაათავისუფლონ", - განაცხადა ოთარ აბესაძის ადვოკატმა, ნონა ფილაურმა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, აბესაძეს ფსიქო-ნევროზული დაავადება აქვს, რის პროვოცირებასაც ციხის დახურული სივრცე ახდენს.

შეგახსენებთ, რომ მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, ოთარ აბესაძე მიმდინარე წლის 12 ივლისს, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×