რეზონანსი
11.11.2017

 (რეზონანსი) შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ახალციხეში, 1958 წელს დაბადებული პირი პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული დროებით მფლობელობაში არსებულ თურქულ ბარში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, კონკრეტულ პირებს პროსტიტუციისთვის ადგილს უთმობდა.

სამართალდამცველებმა ბარში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით დაკითხეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×