რეზონანსი
06.11.2017

 (რეზონანსი)აშშ-ში, ტეხასის ქალაქ საზერლენდ სპრინგსში ბაპტისტურ ეკლესიაში სროლის შედეგად დაღუპულებს შორის ფეხმძიმე ქალი და მისი სამი შვილი არიან, - ამის შესახებ „დეილი მირორი" წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქალი 8 თვის ფეხმძიმე იყო. ეკლესიაში ის ხუთ შვილთან ერთად იმყოფებოდა, რომელთაგან 3 ასევე დაიღუპა.

სროლის შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა.

დაზარალებულებს შორის არიან ბავშვები. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ეკლესიაში შევიდა და მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი მას ადგილობრივმა მცხოვრებმა ესროლა, თუმცა დამნაშავემ საკუთარი მანქანით მიმალვა შეძლო.

მოგვიანებით პოლიციამ ის მეზობელ რაიონში გარდაცვლილი იპოვა. ადგილობრივი მედია დამნაშავის სახელს ავრცელებს. ის 26 წლის ამერიკელი დევინ კელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×