რეზონანსი
06.11.2017

 (რეზონანსი) მოსკოვის დიდი თეატრიდან მოსალოდნელი აფეთქების შესახებ ანონიმური ზარის საფუძველზე გუშინ საღამოს, 700 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტიმ"განაცხადა.

გარდა ამისა, მანამდე 2800 ადამიანის ევაკუაცია მოსკოვის სავაჭრო სახლ „გუმ"-იდანაც განხორციელდა; სასტუმრო „მეტროპოლი" კი ორი ათასზე მეტ ადამიანს დაატოვებინეს.

გუშინვე, მოსკოვში ხალხის ევაკუაცია განხორციელდა კინოთეატრებიდან და სხვა სავაჭრო ცენტრებიდან. მათ შორის „ევროპეისკიდან" და „დისკონტიდან" 11 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

სააგენტოს ინფორმაციით, სატელეფონო ტერორიზმის ტალღა რუსეთში 11 სექტემბერს დაიწყო. მას შემდეგ რუსეთის სხვადასხვა დაწესებულებიდან, მთლიანობაში, 1,4 მილიონი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×