რეზონანსი
05.11.2017

 (რეზონანსი) 2017 წლის 9 თვეში საქართველოში 4436 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 384 ადამიანი, დაზარალდა 6280. დანაშაულის სტატისტიკას, შსს-ზე დაყრდობით, სტატისტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

2016 წელს 6939 ავტოსაგზაო შემთხვევიდან 581 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 9951 დაზარალდა.

ზოგადად 2017 წლის 9 თვეში რეგისტრირებულია 27568 დანაშაული (2016 წელს 35997), აქედან 804 სიცოცხლის წინააღმდეგ.

ამავე პერიოდში სამოხელეო დანაშაული 331-მა პირმა ჩაიდინა. თუ რამდენი და რა ტიპის დანაშაულია ამ პერიოდში სამართალდამაცავების მიერ გახსნილი, არ კონკრეტდება.

2017 წლის 3 კვარტალში რეგისტრირებულია ტრეფიკინგის 10 შემთხვევა და აქედან მხოლოდ ერთია გახსნილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×