რეზონანსი
31.10.2017

 (რეზონანსი) ოკუპირებული ახალგორის სოფელ ახმაჯთან საქართველოს ორი მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულები 43 წლის ჯონი თათარაშვილი და 20 წლის გიორგი შუკაკიძე, სოფელ ოკამის მკვიდრნი არიან.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ახალგორის მილიციის შენობაში იმყოფებიან.

მათი გათავისუფლების მოლაპარაკებებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მონაწილეობს.

მომხდარზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×