რეზონანსი
29.10.2017

 (რეზონანსი) თურქეთში „ისლამური სახელმწიფო" წევრობაში ეჭვმიტანილი 15 პირი დააკავეს. ინფორმაციას „პირველი არხი" „Dogan"- ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩხრეკის შედეგად ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდისტული მასალ იქნა ამოღებული.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ანკარაში 49 პირი დააპატიმრეს, რომელთაც სირიასა და ერაყში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა დასდეს ბრალად.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ზოგიერთი მათგანი თურქეთის დედაქალაქში ტერაქტის მოწყობას აპირებდა.

„ისლამური სახელმწიფოს" ოთხი წევრი გუშინ სტამბოლშიც დააკავეს. სამართალდამცველების ცნობით, ისინი სავაჭრო რაიონ ბაირამფაშაში თავდასხმის ორგანიზებას გეგმავდნენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×