რეზონანსი
29.10.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო მის დაკავებასა და საქართველოში ექსტრადირებას აპირებს.

„ამ დღეებში გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ ჩემი დაკავებისა და შემდგომში საქართველოში ექსტრადირების მიზნით დოკუმენტების მომზადების პროცესი დაიწყო", - წერს სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

24 სექტემბერს ლუცენკოს განაცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა სააკაშვილს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი განუცხადა.

„მე მაქვს სიახლე. უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა უარი განუცხადა მიხეილ სააკაშვილს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. ის ახლა აპატრიდია. არ არსებობს გარემოება, რომელიც მის დეპორტაციას ან ექსტრადირებას შეუძლებელს გახდიდა", - თქვა ლუცენკომ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×