რეზონანსი
27.10.2017

 (რეზონანსი) "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ცესკოსგან სამაგიდე სიების გადაცემას ითხოვს. მისი თქმით, მათ ერთ-ერთ უბანზე გადაამოწმეს მონაცემები და აღმოჩნდა,რომ ცენტრალურ საარჩევნო ოქმში ისეთი ადამიანებიც იყვნენ, რომლებიც საერთოდ არ იმყოფებოდნენ საქართველოში.

მაგალითად მას მოჰყავს ცაგერის რაიონი,სადაც 21-ე საარჩევნო უბანზე ოქმის მიხედვით 33 ადამიანი არის სრულიად სიაში, არჩევნებში კი მონაწილეობა 31-მა მიიღო. ამ ერთი კონკრეტული მაგალითის საფუძველზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ითხოვს სამაგიდო სიების გადაცემას.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებში ძირითადად მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×