(რეზონანსი)თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, იეჰოვას მოწმეთა დევნაში ბრალდებულ პირს 3 000 ლარი გირაო შეუფარდა.
სასამართლოს განცხადებით, ბრალდებულის შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხისა და რისკის აღკვეთის მიზნით ღონისძიების სახედ გირაო გამოიყენა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 22 ნოემბერს, 13:00 საათზე არის დაგეგმილი.
შეგახსენებთ,"საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 22 აგვისტოს, თბილისში, ბრალდებულმა ერთ-ერთ სკვერში, იეჰოვას მოწმეებს მათთვის განკუთვნილი მოძრავი სტენდიდან რელიგიური შინაარსის ლიტერატურის აღება და ადგილის დატოვება შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოთხოვა. რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ბრალდებულმა სტენდზე განთავსებული ბანერი გატეხა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით დატოვა შემთხვევის ადგილი. ერთი თვის შემდეგ, შეურაცხმყოფელი ფორმით სტენდის აღება ბრალდებულმა კვლავ მოითხოვა, რის შემდგომაც სახის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა იეჰოვას მოწმეს და მიიმალა,"- წერია სასამართლოს განცხადებაში.