(რეზონანსი) საქართველოს მთავრობა შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტს იწყებს, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კვირიკაშვილის თქმით, პროექტი გზების მოწესრიგების გარდა, ბევრ სამუშაო ადგილს გააჩენს.
„ჩვენი ოთხპუნქტიანი განვითარების გეგმის ფარგლებში, მოგეხსენებათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სივრცითი განვითარების კომპონენტია. ჩვენ ვიწყებთ შიდა გზების რეაბილიტაციის მსხვილ პროექტს. ტენდერში გამარჯვებულია კორეული კომპანია, რომელიც ექვს თვეში დეტალურ პროექტებს დადებს.
„მინდა, ჩამოვთავლო გზები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის: აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთა; წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამია; სადახლო-ახკერპი; არხილოსკალო-სამთაწყარო; წალენჯიხა-ჯვარი-ჯიხაშკარი; გუფთა-ონი; თბილისი-პანტეანი-მანგლისი. ამის გარდა არის კიდევ მცირე მონაკვეთები, რომელსაც ყველას არ ჩამოვთვლი. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ამდენი შიდა გზის რეაბილიტაციის პროექტი, რაც გააჩენს ბევრ სამუშაო ადგილს, მოაწესრიგებს გზებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.