რეზონანსი
25.10.2017

 (რეზონანსი) მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, თიანეთში მერის არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოცხადდა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ "დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის" სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა თიანეთს 19-ე საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება რომლის მიხედვითაც გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა. ძალაში დარჩა პირვანდელი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს.

მეჭიაურის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ის დანაშაული გამოსწორდა, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩაიდინა.

„ამ გადაწყვეტილებით მე გავიმარჯვე პირველივე ტურში. სასამართლომ გამოასწორა ის დანაშაული, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩაიდინა", - განაცხადა მეჭიაურმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×