რეზონანსი
25.10.2017

 (რეზონანსი) განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი მარიამ თავართქილაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. განათლების სამინისტროს შიდა აუდიტმა სკოლაში მუშაობა დაასრულა.

„უწყებაში შესული არაერთი საჩივრის საფუძველზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტი, თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში არსებულ დარღვევებს დაახლოებით სამი თვის განმავლობაში სწავლობდა.

"შედეგად, გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები როგორც ქონების განკარგვის, ასევე სკოლის მართვის კუთხით, რაც სკოლის დირექტორის გათავისუფლების საფუძველი გახდა. სამინისტროს შიდა აუდიტის დეტარტამენტის მიერ, სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებით დადგინდა, რომ სკოლის დირექტორი, ხშირ შემთხვევაში, ხელს უშლიდა მანდატურებს საქმიანობაში. სისტემატურად აგვიანებდა გაკვეთილზე; შეუსაბამო ფორმით აწარმოებდა მოსწავლეებთან კომუნიკაციას.

„ამასთან, მოიჯარეები წლების განმავლობაში უფასოდ სარგებლობდნენ სკოლის მოძრავი ქონებით. სკოლაში არსებული ქონება არ ემთხვეოდა ინვენტარიზაციის შედეგებს და ბოლოს, დარღვევები გამოვლინდა შესყიდვების პროცედურებშიც, რაზეც სკოლას გაფრთხილება ჯერ კიდევ 2016 წელს ჰქონდა მიღებული", - ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სკოლაში რამდენიმე დღის წინ მოსწავლეებმა საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყეს. ამის მიზეზი კი ქიმიის მასწავლებლის დოდო კეზუას გათავისუფლებაა.

კეზუას ერთ-ერთი მშობელი ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×