(რეზონანსი) პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ახალი საქართველოს" წევრებმა წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართეს.
პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ამომრჩეველს საკუთარი პოგრამის პრიორიტეტები შეახსენა და საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ჩვენ ვართ ერთადერთი ეროვნული, თანმიმდევრული ძალა, რომელმაც ვიცით, რა სჭირდება ქვეყანას და როგორ მოვაგვაროთ ჩვენი სამშობლოს და თითოეული თქვენგანის პრობლემები. არჩევნებზე თქვენი მისვლა გადამწყვეტია. თუ არ მოხვალთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეგუებით იმ უსამართლობას, უუნარობას, რაც დღეს ქვეყანაში სუფევს. ეგუებით იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ყოვედღიურად პარატარავდება. ეგუებით იმას, რომ საქართველოში მოსახლეობა უმეტესად გაჭირვების ზღვარს მიღმა ცხოვრობს",- ამბობს ბურჯანაძე.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხვალ გაიმართება.