(რეზონანსი) პარტია „ევროპულმა საქართველომ" წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.
პარტიის თბილისის მერობის კანტიტადი ელენე ხოშტარია "ევროპული საქართველოს" მხარდაჭერისკენ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ყველას მოგიწოდებთ, გამოხატეთ ეს რწმენა, გამოხატეთ ეს ნდობა, გთხოვთ "ევროპულ საქართველოს", გუნდს, რომელსაც აქვს გამოცდილება, შეუძლია პასუხისმგებლობის აღება, გვანდოთ თბილისის განვითარება", - განაცხადა ხოშტარიამ.
როგორც პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, სახლში დამჯდარი ყველა ამომრჩეველი ხელისუფლებისთვის ნაჩუქარ ხმას ნიშნავს.
„ნუ გაჩერდებით სახლში. ყველა სახლში დამჯდარი ამომრჩეველი ნიშნავს ხელისუფლებისთვის ნაჩუქარ ხმას ეს არის ხელისუფლებისგან წაღებული და მოპარული ხმა. „ქართული ოცნების" უმაქნისი ხელისუფლება ნამდვილად არ იმსახურებს თქვენგან ხმების ჩუქებას. ამიტომ ნუ დარჩებით სახლში, მობრძანდით და გააკეთეთ თქვენი არჩევანი", - განაცხადა ბაქრაძემ.
ხვალ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება.