რეზონანსი
20.10.2017

 (რეზონანსი) არჩევნებამდე ერთი დღით ადრე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" წინასაარჩევნო პერიოდი შეაჯამა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

როგორც მან აღნიშნა, ხვალ საქართველოსთვის და ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია არჩევნებია.

„ძვირფასო მოქალაქეებო, ხვალ ერთხელ და სამუდამოდ ყველამ ერთად, ამ ქვეყანაში უნდა დავამარცხოთ უიმედობა, უპერსპექტივობა და რაც ყველაზე მთავარია, მაფიოზურ - კრიმინალური მმართველობა და ეს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ხალხს, ჩვენ ყველას ერთად", - განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" წევრები და საერთაშორისო დამკვირვებლები საარჩევნო პროცესს ძალიან აქტიურად დააკვირდებიან.

„ნუ შეგეშინდება, ავდგეთ, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და შემოვხაზოთ ის პოლიტიკური პარტია, რომელიც თქვენს გულთან უფრო ახლოსაა. არ დავნებდეთ ზეწოლას, შანტაჟს და მუქარას", - დასძინა მელიამ.

ხვალ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×