რეზონანსი
20.10.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის - NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას შეხვდა.

პრეზიდენტმა სადამკვირვებლო მისიას საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ გამოჩენილი ინტერესისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დემოკრატიის სავარჯიშოს განხორციელებისას, როგორიც თვითმმართველობის არჩევნებია, NDI ყოველთვის უერთდება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გაძლიერების ძალისხმევას.

მარგველაშვილის განცხადებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის-NDI საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის არჩევნებზე დაკვირვებას საქართველო აღიქვამს, როგორც მეგობრების დახმარებას, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში მეთოდების და გზების დახვეწაზე ზრუნავენ.

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებათ დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძემ ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო შეაფასა.

კახა კოჟორიძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილებოდა და შეფასდა მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაში მომხდარი დარღვევები და პოზიტიური ტენდენციები. მთლიანობაში, კი მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორის ლორა ტორნტონის განცხადებით, საქართველოში არსებულ საარჩევნო მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება კვირას გაკეთდება, როცა მისიას ექნება სრული ინფორმაცია, სწორედ ამის შემდეგ გაიცემა წინასწარი დასკვნები და რეკომენდაციები.

შეგახსენებთ, რომ ხვალ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×