რეზონანსი
18.10.2017

 (რეზონანსი) ე.წ. ციანიდის საქმის სამივე პროკურორი - ჯარჯი წიკლაური, ზვიად გუბელაძე და ვლადიმერ ვექილიანი პროკურატურამ გამოკითხა. ინფორმაციას „პირველი არხი" ავრცელებს.

პროკურატურამ ისინი რამდენიმე კვირის წინ დახურული სასამართლო პროცესებიდან მედიასივრცეში მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხა.

შეგახსენებთ, რომ გამოძიების ფარგლებში, დეკანოზ გიორგი მამალაძის ექვსი ადვოკატი გიორგი ფანცულაია, მია ზოიძე, მიხეილ რამიშვილი, პაატა მეხრიშვილი, სულხან კომახიძე და ეკა ლომიძე გამოკითხვაზე დაიბარეს.

თუმცა, მათ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც ისინი მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვაზე დაიბარეს. ადვოკატებს ჩვენება არც მაგისტრ მოსამართლესთვის მიუციათ.

„ციანიდის საქმის" გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, პროკურატურაში გამოძიება სსკ-ს 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×