(რეზონანსი) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამების ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირების ხსნოვნას პატივი მიაგო.
კვირიკაშვილი აფხაზურ მხარეს ომში დაღუპული პირების ნეშტების პოვნასა და გადმოსვენებაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა,აფხაზურ მხარეს ამ პროცესში დახმარებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. საერთოდ უნდა ვთქვა, რომ ამ ძმათამკვლელმა ომმა შეიწირა საუკეთესონი. მათი საქციელი კიდევ არაერთი თაობისთვის იქნება სულიერი სიმტკიცის წყარო და დარწმუნებული ვარ, რომ მათი სულები საქართველოს წარუძღვებიან შერიგების რთული პროცესის გზაზე.
„დარწმუნებული ვარ, გარდაუვალია ის, რომ ჩვენ, ქართველები აფხაზები და ოსები აუცილებლად დავსხდებით, ერთმანეთს თვალებში ჩავხედავთ, სათქმელს ვეტყვით, შევრიგდებით და ჩვენს საერთო სახლს ერთად ავაშენებთ, რომელსაც ერთიანი და ძლიერი საქართველო ჰქვია",- განაცხადა პრემიერმა.