რეზონანსი
16.10.2017

 (რეზონანსი) 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით მეხანძრე-მაშველების ხელფასების ზრდა არ იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განუცხადა. გიორგი კაკაურიძის თქმით, მომდევნო წელს მათზე დანამატების გაცემაა გათვალისწინებული. მეხანძრე-მაშველების ხელფასების ზრდის რეკომენდაციით მთავრობას საპარლამენტო უმრავლესობამ მიმართა.

„შსს სამინიტრომ და მეხანძრე მაშველებმა წელს დიდი სამუშაო გასწიეს. მათ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ დადგნენ ქვეყნის და მოსახლეობის უსაფრთხოების სადარაჯოზე. დღის წესრიგში დგება ამ სამსახურის ტექნიკური აღჭურვილობის გადაიარაღება. ვფიქრობ, ასევე რომ საჭიროა მეხანრძრე-მაშველებისთვის ანაზაღაურების ზრდა იმ შესაძლებლობიდან გამომდინარე, რომელიც ექნება საბიუჯეტო რესურსებს" , - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

საგამოძიებო ჯგუფმა 24 აგვისტოს მეხანძრეებისა და კრიზისების საბჭოს წევრთა ხელფასები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მეხანძრის საშუალო ხელფასი თბილისში 800 ლარია, რეგიონში კი 500.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×