რეზონანსი
13.10.2017

 (რეზონანსი) პოპულარული ბრიტანული გამოცემა „Guardian"-ი საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას და ფოტოკოლაჟს აქვეყნებს. ფოტოგრაფმა ეიმოს ჩეპელმა საქართველოში „დრონით" იმოგზაურა და ტურისტული ადგილები, მთები, დაბლობები და ქალაქები გადაიღო.

„საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა, რომელიც დასავლეთ აზიასა და ევროპას შორის მდებარეობს. ჩრდილოეთით, კავკასიონის გასწვრივ, საქართველო რუსეთს ესაზღვრება. ევროპის უმაღლესი მწვერვალების სიაში საქართველოც შედის" , - წერს „გარდიანის" ჟურნალისტი.

სტატიაში „დრონით" გადაღებულ თითოეულ ფოტოს სათაური და აღწერა ახლავს. ფოტოკოლაჟში შესულია ხევსურეთის კოშკები, ცხვრის ფარა, რომელსაც მწყემსები საღამოს ბანაკებში ერეკებიან, რომ მგლისგან დაიცვან, ასევე ომალოს მახლობლად ბაკიდან დილით გარეთ გაშვებული ცხვრები, რომლებიც მზეს ეფიცხებიან. ფოტოებს შორისაა მცხეთა-მთიანეთის მაღალმთიანი სოფელი ჯუთა.

„დრონით" გადაღებულ ფოტოებს შორის მოხვდა ომალო, თუშეთის ეროვნული პარკი, ისტორიული საფორტიფიკაციო ნაგებობები, ასევე ზღვის დონიდან 2 826 მეტრის სიმაღლეზე მდებარე თუშეთის უღელტეხილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×