(რეზონანსი) სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ „იეჰოვას მოწმეები" ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და მათ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქმიანობა აუკრძალა. დე ფაქტო იუსტიციის მინისტრმა ზალინა ლალიევამ ამის შესახებ „ sputnik Ossetia"-სთან ინტერვიუსას განაცხადა.
„აკრძალვა ძალაში 10 დღეში შევა. მომავალში მსგავსი ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ,რომ საიდუმლოდ შეკრებებს მაინც გააგრძელებენ, მაგრამ მათი საზოგადოებრივი საქმიანობა გაკონტროლდება" , - განაცხადა ზალინა ლალიევამ.
თუ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა, „იეჰოვას მოწმეებს" საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით გასამართლება ელით, რაც სასჯელის ზომად 2 წლის განმავლობაში ჯარიმის პერიოდულად გადახდას ან 10 წლით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
სამხრეთ ოსეთში დაახლოებით 1000 „იეჰოვას მოწმეა" და ისინი მოსახლეობის 2 %-ს შეადგენენ. 6 თვის წინ „იეჰოვას" საქმიანობა რუსეთშიც აუკრძალეს.