რეზონანსი
11.10.2017

 (რეზონანსი) საპატრიარქოში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეს და მამა გიორგის საქმიანობას შეისწავლის. ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.

ტელეკომპანიის თმით ეს ერთ-ერთი საკითხი იყო, რომელიც წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილეს.

საგანგებოდ გამართულ სხდომაზე ასევე მეუფე სერაფიმეს საკითხზე იმსჯელეს.

მეუფე სერაფიმეს ცოტა ხნის წინ მძიმე ბრალდებით ბორჯომის ეპარქია დაატოვებინეს და ის საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

სხდომაზე გადაწყდა, რომ მეუფე საქართველოში დაბრუნდება, თუმცა არა ბორჯომის ეპარქიაში, არამედ ერთ-ერთ მონასტერში.

საპატრიარქოში წმინდა სინოდის საგანგებოდ გამართული სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

როგორც სხდომიდან გამოსულმა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ განაცხადა, დღევანდელი სხდომა ეკლესიისთვის წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯია.

მისივე თქმით სინოდზე საუბარი მასაც შეეხებოდა. მეუფეს ინფორმაციის მას გაფთხილება არ მიუღია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×