რეზონანსი
11.10.2017

 (რეზონანსი) ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა, - ასეთი კომენტარი გააკეთა საპატრიარქოსთან ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ ცაავამ.

მეუფე პეტრეს თქმით, პირადად მისთვის წმინდა სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხები უცნობია. ასევე მისთვის უცნობია, იქნება თუ არა ერთ-ერთ საკითხად წარმოდგენილი ე.წ ციანიდის საქმე.

„საკითხები სამწუხაროდ ჩემთვის პირადად ცნობილი არ არის . ობიექტურად, სამართლიანად და მიუკერძოებლად გადაწყდეს ყველა საკითხი. ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა,"-განაცხადა მეუფე პეტრემ.

რა საკითხებს განიხილავენ სასულიერო პირები ამ დროისთვის უცნობია. სხდომას ტრადიციულად პატრიარქი უხელმძღვანელებს.

დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის გამოცხადების შემდეგ სინოდი დღეს საგანგებოდ პირველად შეიკრიბა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×