(რეზონანსი) პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „ტვ პირველზე", გადაცემა „პირველების" ეთერში მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე და წარსულში ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის დეტალებზე ისაუბრა.
„ივანიშვილს ჩემგან უნდოდა მორჩილი პარტნიორი. მორჩილება და პარტნიორობა შეუთავსებელი ცნებებია. ჩვენი ფილოსოფიური კრედოა, მივაღწიოთ იმას,რომ კოალიციური მმართველობის კულტურა დამკვიდრდეს. ჩვენს პროგრამასთან ყველაზე ახლოს მყოფი პოლიტიკური პარტიები შესაძლოა იყვნენ ჩვენი პარტნიორები" , - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილის თქმით, ხელისუფლებასთან ბრძოლის ევოლუციური მეთოდებია მისაღები და არა რევოლუციური. ყოფილი „რესპუბლიკელის" აზრით, რადიკალიზმი, მტრობაზე აგებული პოლიტიკური ცხოვრება, ცუდია, კარგია კოალიციური ხელისუფლება,როდესაც პარტიებს ერთმანეთი სჭირდებათ.
„ჩვენ ცენტრისტული მოძრაობა ვართ, ხელისუფლებას უნდა ებრძოლო,ერჩოლო ეფექტურად და არა რადიკალურად. ჩვენ გვსურს მოგება სწორი, ევოლუციური გზით,ცენტრიზმი ნიშნავს რაციონალიზმს" , - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.